პოლისი და დაფარვის პირობები
ვსწავლობთ პოლისს დაზღვევის პირობებთან, დანართებსა და შემდგომ ცვლილებებთან ერთად. მნიშვნელოვანია რისკის აღწერა, გამონაკლისები, შეტყობინების ვალდებულებები და მოთხოვნის წარდგენის წესი. გეხმარებით სახელშეკრულებო პირობების გარკვევაში როგორც პოლისის გაფორმებამდე, ისე შემთხვევის შემდეგ, როდესაც მხარეთა პოზიციების შეფასებაა საჭირო.
უარი, დაგვიანება ან არასრული ანაზღაურება
ვამოწმებთ მზღვეველის წერილობით პასუხს, დამადასტურებელ დოკუმენტებსა და მიმართვის ქრონოლოგიას. ვამზადებთ მოთხოვნას, პასუხს ან მორიგების შეთავაზებას, საჭიროების შემთხვევაში — სასამართლო დოკუმენტებს. ანალიზისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოთხოვნილი თანხა, არამედ უარის მიზეზები, პოლისის პირობები და მზღვეველისთვის უკვე წარდგენილი მასალები.
პრაქტიკული გამოცდილება სადაზღვევო საკითხებში
ნინო ლიპარტია 2011–2024 წლებში ხელმძღვანელობდა ARDI Insurance-ის იურიდიულ დეპარტამენტს. მისი პრაქტიკა მოიცავს სადაზღვევო და სახელშეკრულებო დავებს, სამედიცინო საკითხებს, არბიტრაჟსა და მედიაციას. წარმომადგენლობის მოცულობა განისაზღვრება დოკუმენტებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემოწმების შემდეგ. მუშაობის დაწყებამდე ვათანხმებთ მოქმედების წესს, ვადებსა და ჰონორარს.
რა მოამზადოთ კონსულტაციისთვის
- პოლისი, დაზღვევის პირობები და დანართები
- ანაზღაურების მოთხოვნა, მზღვეველის პასუხი და მიმოწერა
- შემთხვევის, ზიანისა და მნიშვნელოვანი თარიღების დოკუმენტები
გამოგვიგზავნეთ საკითხის მოკლე აღწერა და არსებული დოკუმენტები. მუშაობის დაწყებამდე შევათანხმებთ დავალებას, ვადებსა და მომსახურების საფასურს.
