(+995) 555 940 077
·
info@lawyers.ge
·
ორშ–კვ, 09:00–20:00 (UTC+4)
დაგვიკავშირდით

სამედიცინო სამართალი საქართველოში

იურიდიული დახმარება პაციენტების, ოჯახებისა და სამედიცინო ორგანიზაციებისთვის ხელშეკრულებების, თანხმობის, სამედიცინო დოკუმენტებისა და დავების საკითხებზე.

სამედიცინო მომსახურება და მხარეთა უფლებები

ვსწავლობთ ხელშეკრულებებს, თანხმობის დოკუმენტებს, ინფორმირების წესსა და სამედიცინო მონაცემების გაცვლას. კონკრეტული დავალება შეიძლება ეხებოდეს პაციენტისა და კლინიკის ურთიერთობას, მომსახურების ორგანიზებას ან სამედიცინო ბიზნესისთვის დოკუმენტების მომზადებას. საჭირო ნაბიჯების განსაზღვრისთვის ვიწყებთ გარემოებებითა და უკვე გაფორმებული მასალებით.

საჩივრები და სამედიცინო დავები

დავისას ვაგროვებთ სამედიცინო დოკუმენტაციას, მიმოწერას, ანგარიშებსა და მოვლენების თანმიმდევრობას. გეხმარებით მოთხოვნის ჩამოყალიბებასა და მიმართვის, პასუხის ან სასამართლო დოკუმენტების მომზადებაში. თუ საჭიროა სამედიცინო შეფასება, განვიხილავთ შესაბამისი სპეციალისტის დასკვნის მიღებას: იურიდიული ანალიზი სამედიცინო ექსპერტიზას არ ცვლის.

რეპროდუქციული მედიცინა და პროფესიული გუნდი

ვმუშაობთ დამხმარე რეპროდუქციისა და სუროგაციის სამართლებრივ საკითხებზეც. ნინო ტატოშვილის პრაქტიკაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ნინო ლიპარტია მუშაობს სამედიცინო დავებზე და არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში 2026–2030 წლების ვადით. გამოცდილების დეტალები და ოფიციალური წყაროები ადვოკატთა პროფილებშია მოცემული.

რა მოამზადოთ კონსულტაციისთვის

  • ხელშეკრულება, თანხმობის დოკუმენტები და სამედიცინო ჩანაწერები
  • მიმოწერა, ანგარიშები და ადრე წარდგენილი მიმართვები
  • ქრონოლოგია და საჭირო დახმარების აღწერა

გამოგვიგზავნეთ საკითხის მოკლე აღწერა და არსებული დოკუმენტები. მუშაობის დაწყებამდე შევათანხმებთ დავალებას, ვადებსა და მომსახურების საფასურს.